პროკურატურამ მარნეულში დაჭრის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა – გამოძიების ინფორმაციით, ქალმა ეჭვიანობის ნიადაგზე დაზარალებულს დანით დაზიანება მიაყენა, მისმა თანმხლებმა პირებმა კი იძალადეს

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, მარნეულში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალმა ეჭვიანობის ნიადაგზე დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა პირებმა დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 16 აგვისტოს, მარნეულში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა პირებმა დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელეს.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს ბრალდება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ცემა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ