პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა, ₾1მლნ გირაოს ითხოვს

ყოფილ პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა. ეს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა.

გვარაკიძის ცნობით, სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ბრალდებულისთვის აღკევეთის ღნისძიების სახით 1 მლნ ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია, როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით.

აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, როგორიცაა საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა.

გვარაკიძის ცნობით, ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნტქით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის რეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

“თანამდებობაზე ყოფნს პერიოდში ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალური წარმომავლლობის შემოსავლების. მას, როგორც თანამდებობის პირს გააჩნდა როგორც შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების დეკლარირების ვალდებულება. აღნიშნული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობის თანხებს”- თქვა გვარაკიძემ.

მასალა განახლდება.

წყარო