პროკურატურამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა

საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული ოთხი პირი გაამართლა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის აპრილში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულებმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებულის მიმართ განახორციელეს პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების მუქარა, შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის შედეგად დაზარალებული აიძულეს სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით წასვლის განცხადება დაეწერა.
ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა თავის მოკვლა სცადა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.
პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) და 169-ე მუხლით (შრომის კანონმდებლობის დარღვევა) წარუდგინა.
ბრალდებულები პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები