პროკურატურამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ყალბი ცნობების გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ჯამში 500 ლარი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხის ნაწილი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება, მოხელის მიერ ფულის მიღება და მოთხოვნა, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (2 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.