გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ინფორმაცია ფორმულას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
“გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოხდა ახლა. მანამდე რაც ვრცელდებოდა, იყო ტყუილი. დაზარალებულად ცნობა ახლა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ გვჭირდება წვდომა საქმის მასალებზე. ისედაც განადგურებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გვაინტერესებს, რა დევს საქმეში. ადვოკატი გაეცნობა საქმის მასალებს”- აცხადებენ პარტიაში.
15 იანვარს გვიან ღამით გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო შერატონში ოცნების არალეგიტიმური დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. მას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.