პროკურატურამ გახარია დაზარალებულად ცნო – რას ნიშნავს ეს

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ექსპრემიერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ეს ნიშნავს, რომ მას და მის ადვოკატებს წვდომა ექნებათ საქმის მასალებზე.
საქმე ეხება 14 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც თავს დაესხნენ გიორგი გახარიას. ის ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. გიორგი გახარია დეპუტატის სტატუსი აქვს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის გაცილებით მძიმე მუხლით და არც ძალადობით ჩადენილი პოლიტიკური დევნის მუხლით, როგორც ს შემთხვევაში.
უკვე ორი კვირაა, გახარიას პარტია ითხოვს ვიდეოჩანაწერების ნახვის შესაძლებლობას. ისინი ვარაუდობენ, რომ გამოძიება ცდილობს მტკიცებულებები გაანადგუროს.
იმავე დღეს, იმავე სასტუმროში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. ეს უკანასკნელი პროკურატურამ დაზარალებულად 5 დღის წინ, 22 იანვარს ცნო.
როგორც ქორიძე ჰყვება, მას თავს დაესხნენ “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად. ქორიძეს დაზიანებები ჰქონდა სახის არეში.
ამავე თემაზე:
· „ოცნების“ მჩაგვრელი ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითი – მილერი გახარიაზე თავდასხმის შესახებ
· EU: შოკის მომგვრელია ცნობები „ოცნების“ პოლიტიკოსების მონაწილეობაზე გახარიაზე თავდასხმაში
· მდინარაძე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, გახარიას აქეთ წაუყენონ ბრალი