პროკურატურამ გასაღების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გასაღების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 714,5 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეათადონი“ ფხვნილისა და გრანულების სახით.
„დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინათ, 2 პირს ბრალდება ასევე წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია: ჩვენ ვართ უკიდურესად თავდაყირა დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყება, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, ვხედავთ, რომ კვალი პირიქით, ამ გარკვეულ პირებთან მიდის

ელისო კილაძე: ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს