პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 4.097 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, რომელიც დააფასოვა და რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 4.097 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე), რაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დააფასოვა რამდენიმე ათეულ შეფუთვად, საიდანაც ნაწილი სამ სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 32 შეფუთვად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე დაკავებული ვლადიმერ გველესიანი – ჩემს შვილებს ვეტყვი, რომ თავი აწიონ და არ დახარონ, მე აქ არ ვზივარ რამე სამარცხვინოსთვის, მე ვზივარ ჩემი სამშობლოსთვის

ზურაბ ჭავჭანიძე – მედროშეს მეძახიან, ევროკავშირის და საქართველოს დროშა რომ უჭირავს, ის ვარ მე – მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული – მე სოხუმში დავიღუპე, სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარულისთვის ვაგრძელებ