პროკურატურამ ბრალი წარუდგინა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით 100 აშშ დოლარი შესთავაზა

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, ს ფედერაციის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურ ავრცელებს.
უწყების ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა – რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, საქარველოში, დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საზღვრის ავტომანქანით გადმოკვეთისათვის საჭირო დოკუმენტების გარეშე შემოსვლის სანაცვლოდ, მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით 100 დოლარი შესთავაზა.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ადგილზევე დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა, უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.