საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულ 73 წლის მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება განახორციელა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

				
								
								

