პროვოკაციები არასდროს არის გამორიცხული, შესაბამისად ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები და სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მაქსიმალურად ფრთხილად და ფხიზლად

პროვოკაციები არასდროს არის გამორიცხული, შესაბამისად ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები და სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მაქსიმალურად ფრთხილად და ფხიზლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც არსებობს თეორიული, თუ პრაქტიკული რისკები, სახელმწიფო ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე წინასწარ გააფრთხილოს საზოგადოება.
„ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული განცხადებების გაკეთებაც, როდესაც არსებობს თეორიული, თუ პრაქტიკული რისკები, ჩვენ ამის თაობაზე წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ ხოლმე საზოგადოება და ამას ემსახურებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებაც,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას