პროექტმა „თბილისი ყველას აერთიანებს“ ყველა გააერთიანა

პროექტმა „თბილისი ყველას აერთიანებს“ ნამდვილად ყველა გააერთიანა. სხვადასხვა სფეროს და ეროვნების წარმომადგენლები ერთ სივრცეში გააერთიანა და ერთი ლამაზი, თბილი, სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით სავსე საღამო აჩუქა თბილისელებს.

პროექტი ჩატარდა თბილისის მერიის მხარდაჭერით 2025 წლის 9 თებერვალს „პულმანი აქსის თაუერსში„.

პროექტის ფარგლებში გაიმართა ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატიის„ 10 წლის იუბილე, მისი შვილობილი კომპანიის „სახალხო დიპლომატთა ერთობის„ დაფუძნების პრეზენტაცია და რჩეულთა შორის გამორჩეული თბილისელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

„სახალხო დიპლომატთა ერთობის“ დამფუძნებლები ქალბატონები ციცი ბეროზაშვილი და ნინო ანდრონიკაშვილი გახლავთ.

 

ნომინანტები

1. მამა გიორგი ზვიადაძე – “ხალხის სიყვარული”

2. დავით ზილფიმიანი – “საერთაშორისო მეცნიერების და განათლების საპატიო ელჩი”

3. ნინო ჭუმბურიძე – გულიკო ჩაფიძის სახელობის ჯილდო “პროფესიონალიზმი, ნდობა, რეპუტაცია”

4. მაყვალა გონაშვილი – „ხალხის სიყვარული“

5. ლადო კახაძე – გულიკო ჩაფიძის სახელობის ჯილდო “პროფესიონალიზმი, ნდობა, რეპუტაცია”

6. ნატალია კვანტალიანი – ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის ჯილდო “უანგარო სიკეთე”

7. ნიკო ხერკელაძე – „ქართული ხელოვნების დესპანი“

8. ნატო ცომაია „ასორტი“ – „ნდობა და რეპუტაცია“

9. გამომცემლობა „საერთო გაზეთი“ – „ნდობა და რეპუტაცია“ –

10. ნიკა წულუკიძე – „ხალხის სიყვარული“

 

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას