პროექტი “ჩვენი ჯარი” გრძელდება

პროექტი “ჩვენი ჯარი” გრძელდება
პროექტი “ჩვენი ჯარი” გრძელდება. ამჯერად სამხედრო მოსამსახურეები ქ.თბილისის კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრნენ და უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების ძირითადი დანიშნულება გააცნეს. სამხედროებმა მოსწავლეებს ქართული ჯარის ისტორიაზე, ჯარისკაცის პროფესიაზე, თავდაცვის ახალ კოდექსზე და ჯარის ძირითად პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ესაუბრნენ .
მოსწავლეებმა სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება. 2023 წლიდან „ჩვენი ჯარი“ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც მოიცავს და საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და უნივერსიტეტებში წარმატებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

საზოგადოება ხედავს, რომ ეს ძალები ევროპული ბიუროკრატიის ხელით ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში პროცესები უმართავი გახადონ და საზოგადოება დაუპირისპირონ მთავრობას. ეს მათივე გათვლებით უნდა დასრულდეს რევოლუციით