პროექტის – „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ელექტრონული კომერციის მეშვეობით“ ფარგლებში ტრენინგების ციკლი ჩატარდა

პროექტის – „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ელექტრონული კომერციის მეშვეობით“ ფარგლებში ტრენინგების ციკლი ჩატარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მეწარმეებმა გაიარეს მათ საჭიროებებზე მორგებული, წარმატებული ბიზნესისთვის აუცილებელი ტრენინგების კურსი შემდეგი მიმართულებით: ბრენდინგი, გაყიდვები, მარკეტინგი და ციფრული მარკეტინგი.
„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეწარმეების გადამზადება ელექტრონული კომერციისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, მონაწილეებს გადაეცემათ სოციალურ ქსელებში რეკლამისთვის განკუთვნილი ფულადი ვაუჩერები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ელექტრონული კომერციის სფეროში წამყვანი ექსპერტების მიერ გამოცდილების გაზიარების მასტერკლასები. მეწარმეებს სრულიად უფასოდ დაუმზადდებათ მათ ბიზნეს საქმიანობაზე მორგებული ვებგვერდები, ჩაშენებული ელექტრონული გადახდების ფუნქციონალით. პროექტს სავაჭრო პალატა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ