პროევროპული პროტესტის მეცხრე ღამეს ბექა ყორშია დააკავეს

პროევროპული მასშტაბური დემონსტრაციების მონაწილე, ტელეწამყვანი , პროტესტის მეცხრე ღამეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მეგობრები და ახლობლები ყორშიას საათნახევრის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც ისინი ჰყვებიან, ტელეწამყვანი ელბაქიძის აღმართიდან გაქრა და მის დაკავებას უფრო გატაცების სახე ჰქონდა.
დილის 5 საათის მდგომარეობით, ბექა ყორშიას ადგილმდებარეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო მოიცვა, განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 28 ნოემბერს ირაკლი მ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომ პროცესი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ 2028 წლის ბოლომდე ჩერდება.
ცხრა დღე-ღამე გავიდა, ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში ყოველდღე. დემონსტრაციები, როგორც წესი, ძალადობრივად ირბევა გამთენიისას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. კრიმინალური პოლიცია დღისით ჩხრეკს, ცლის და ზოგ შემთხვევაში, მოქალაქეების ჩართულობისა და საჯაროობის გამო, წარუმატებლად ცდილობს პოლიტიკოსების, აქტივისტების დაკავებას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, “ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მის მანქანას ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც