პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი 90%-მდეა – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის გაცხადებით, საქართველოში “სავაჭრო მიწოდების ჯაჭვებში ფასნამატი საკმაოდ მაღალია”. მისი თქმით, პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი, დაახლოებით, 90%-ს შეადგენს. ამის შესახებ, მან პროსახელისულებო ტელეკომპანია “იმედთან” კომენტარში განაცხადა.
მისი სიტყვებით “მაღალია ფასთა შორის სხვაობა ქართულ და ევროპულ ქსელურ მარკეტებთან შედარებით, კერძოდ შესადარის პროდუქტებზე ღირებულება საქართველოში 20-დან 180%-მდე უფრო მაღალია”, – ცინცაძის თანახმად მსგავსი “გამოწვევა” ევროპის ქვეყნებშიც არსებობდა და “მას სხვადასხვა ქვეყნებმა სხვადასხვა ადეკვატური მექანიზმებით უპასუხეს. ჩვენი მიზანია, რომ ეს საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით ვუპასუხოთ”.
მანამდე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი მ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, – ევროპულთან შედარებით, – განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები.
მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი; ასევე მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაც.
კობახიძის თანახმად, საზოგადოება ხშირად გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება.
მისი თქმით, მთავრობამ შეარჩია რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შეადარა საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ამ პროდუქტების ფასები და გააანალიზა ფასნამატის სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა და დაასკვნა – „ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია“.
ს გამოეხმაურა სადავო პარლამენტის თავმჯდომარე და განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას სასურსათო ფასების შესახებ.
· ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ პროდუქტების ფასების, – და, ზოგადად, სამომხმარებლო ფასების, – ზრდის მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.
· ამჟამად საქართველოში ინფლაცია 4.8%-ია.
· 2023 წლის თებერვალში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მოემზადებინა კანონპროექტი, რომელიც ბაზარზე ფასებს დაარეგულირებდა.
· „იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები. ეს არის გამოსავალი, რაც ამ მოკლე ორ კვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა“, – განაცხადა მან.
· საკითხს პარლამენტში მსვლელობა არ მისცემია.
ფორუმი