2024 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაცია 1.9% იყო.
საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია შემდეგ ჯგუფებში ფასის კლება/მატებამ: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 3.6%-ით გაიზარდა; ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასი 5.9%-ით არის მომატებული; ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაზრდილია 3.7%-ით.
2024 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ათი ყველაზე გაძვირებული პროდუქტი შემდეგია:
· მწვანილი – 117%-ით გაძვირდა
· ნიორი – 46%-ით გაძვირდა
· ბადრიჯანი – 45%-ით გაძვირდა
· მწვანე ლობიო – 43%-ით გაძვირდა
· კივი – 28%-ით გაძვირდა
· ქორწინების ოქროს ბეჭედი – 28%-ით გაძვირდა
· კომბოსტო – 25%-ით გაძვირდა
· თვითმფრინავით მგზავრობა – 23%-ით გაძვირდა
· ბრინჯი – 21%-ით გაძვირდა
· კიტრი – 21%-ით გაძვირდა.