4 პროდასავლური ოპოზიციური პარტია – კოალიცია ცვლილებისთვის, ძლიერი საქართველო, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა და გახარია საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და EU-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილით მიმართავს.
დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.
ერთობლივ წერილში ისინი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის “გადაულახავი დაბრკოლება შექმნა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება EU-ში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და კანდიდატის სტატუსის მოთხოვნებში ასახულ მოთხოვნებს”.