პროგრამაში რადიკალურ ცვლილებას არ ველოდები, მაგრამ აუცილებლად გაჩნდება ისეთი ასპექტები, რომელიც ირაკლი კობახიძისთვის იქნება დამახასიათებელი – მიხეილ სარჯველაძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დღეს პარლამენტს სამთავრობო პროგრამას წარუდგენს. მთავრობის მოსმენისა და კენჭისყრის დღის წესრიგი, დღეს 5 საათზე, ბიუროს სხდომაზე შეთანხმდება. ორშაბათიდან კი უკვე გაიმართება საკომიტეტო მოსმენები. სამთავრობო გეგმით პარლამენტში მივა.
განხილვების შემდეგ, კენჭისყრა სავარაუდოდ ხუთშაბათს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ახალ მეთაურს და მის გუნდს ნდობას გამოუცხადებს.
განხილვებში ჩაერთვება ოპოზიციაც, მათ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან კითხვებიც ექნებათ, თუმცა ახალ გუნდს მხარს არ დაუჭერენ. ოპოზიციის გადაწყვეტილება მმართველ გუნდს არ უკვირს და აცხადებს, რომ მათ ოპონენტებს არგუმენტირებულ პოლემიკაში ჩართვის რესურსი არ აქვთ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვის პროცესში, ოპოზიციისგან ყველაფერს ელოდება საქმიანი დისკუსიის გარდა.
“პროგრამაში რადიკალურ ცვლილებას არ ველოდები, მაგრამ აუცილებლად გაჩნდება გარკვეული პასაჟები, ისეთი ასპექტები, რომელიც ირაკლი კობახიძისთვის იქნება დამახასიათებელი. ბევრი მიმართულების დისკუსიაში იყო ჩართული ირაკლი, მას ჰქონდა თავისუფალი ხედვა და შესაბამისად ეს აუცილებლად აისახება. ძირითადის სტრატეგიული ხედვები იქნება უცვლელ. შეიძლება ვიმსჯელოთ პრიორიტეტებზე, ვიფიქროთ ტაქტიკური ხედვებისთვის უპირატესობის მინიჭებაზე და ა.შ.
ოპოზიცია ბევრი დილემის წინაშე აღმოჩნდა. ახლა ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომელიც თან იქნება დესტრუქციული და თან საზოგადოებას ექნება მცდარი შეხედულება, რომ ვითომ კონსტრუქციულია, ამიტომ ისინი ცდილობენ – ვითომ მონაწილეობდნენ, ვითომ მსჯელობაში შემოდიოდნენ. ძალიან ბევრი “ვითომ” გაჩნდა ოპოზიციის წიაღში”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას – ამგვარი უპატივცემულობა, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაა

9 აპრილის მემორიალთან სპექტაკლის გამმართავებმა ბოლოს ვეღარ მოითმინეს და იქ ლგბტ თემის დაცვის ლოზუნგებით გამოვიდნენ – ცხადია, რომ ეს ძალა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ ასახავს

10 აპრილი, 2025 წელი, იარაღი – სანქცია, ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება. მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!