პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ – ირაკი ღარიბაშვილი

პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ – ირაკი ღარიბაშვილი
ესეც ჩვეულებრივი სპეკულაციებია. იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა. ვერცერთ შემთხვევას ვერ დამისახელებს ვერავინ, რომ ჩვენ რაიმე საკითხზე შეუთანხმებლობა გვქონდა, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ჟურნალისტის კითხვის იმის თაობაზე, რომ ხომ არ ჰქონდა მას ირაკლი სთან რაიმე სახის უთანხმოება და რატომ არ ახსენა მან პრემიერ-მინისტრი თავის განცხადებაში.
„ესეც ჩვეულებრივი სპეკულაციებია. ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ლიდერია. ჩემს განცხადებაში მე არ ჩავთვალე მიზანშეწონილად, რომ ჩამომეთვალა ყველა ის ლიდერი, რომელიც ჩვენი გუნდის საპატიო ლიდერია და თანამებრძოლია. შესაბამისად, მე მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ ნუ ეძებთ რაღაც სპეკულაციებს, აქ არავითარი საფუძველი არ არსებობს. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი არის ძალიან დიდი და ეს გუნდი შეკრა და ჩამოაყალიბა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა. ჩვენი პარტიის შექმნის დღიდან ყველა ის წარმატება, რომელსაც მიაღწია ჩვენმა პარტიამ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის დაკავშირებულია ჩვენი პარტიის დამფუძნებელთან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ყველა ლიდერი მათ შორის მეც, ირაკლი კობახიძეც და სხვაც ვიყავით და ვართ ამ გუნდის წევრები. რატომ ვფიქრობთ, რომ უნდა ჩამომეთვალა თითოეული მათგანი? მე ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ვუსურვებ წარმატებებს და მე გულწრფელად მჯერა, რომ ბატონი ს ლიდერობით ეს გუნდი საბოლოოდ გაიყვანს სამშვიდობოს ჩვენს ქვეყანას და მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებებს.
ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა. ვერცერთ შემთხვევას ვერ დამისახელებს ვერავინ, რომ ჩვენ რაიმე საკითხზე გვქონდა ან შეუთავსებლობა ან შეუთანხმებლობა. აგერ არის ირაკლი კობახიძე, აგერ არის გუნდი და ჰკითხეთ თუ ერთ ფაქტს გაიხსენებენ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, რომ მე გუნდის რომელიმე წევრთან მქონდა რაიმე შეუთავსებლობა, ან რაიმე შეუთანხმებლობა, ან რაიმე უსიამოვნება. მსგავსი ფაქტი არ არსებობს. პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, ოპოზიციის ვიზიტები მიმართულია საპირისპიროსკენ, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ ურთიერთობების გადატვირთვას

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ მეორე მხრიდან შეჩერებულია საუბრები გაფართოებაზე, ნატოს წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას