პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი “ვილიარეალის” მატჩის დღე

დღესს ჩვენთვის საინტერესო ორი მატჩი კვლავ ერთმანეთს ემთხვევა. 23:00 საათზე ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” ბილბაოს “ატლეტიკს” უმასპინძლებს, 5 წუთის შემდეგ კი საფრანგეთში (მე-6 ტური) ს პსჟ – “ოსერს”.
“ესტადიო დე ლა კერამიკაზე” “ვილიარეალი” წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება, რის გამოც “რეალსა” და “ბარსელონას” შემდეგ მესამეა, გიორგი მიქაუტაძე კი შედეგიანობის გაზრდას (უკვე გოლი და საგოლე პასი აქვს).
“ყვითელ წყალქვეშა ნავს” “ატლეტიკთან” გამარჯვების კარგი სტატისტიკა არ აქვს, ბოლო 56 მატჩიდან მხოლოდ 18 მოიგო (ფრე ხშირია), უკანასკნელ ოთხ დაპირისპირებაში კი არ გაუმარჯვია(2 ფრე, 2 წაგება).
“ვილიარეალში” ტრავმები არის. შეტევაში მიქაუტაძე და პეპე იქნებიან, ბოლო შეხვედრაში დასვენების საშუალება მაქსიმალურად რომ მიეცათ, ფლანგებზე კანადელი ბუშანანი და წინა მატჩში ქართველის პასით გოლის ავტორი, სოლომონიც () უნდა ვიხილოთ. “ბილბაოს” მხარეს მთავარი სიახლე ტრავმირებული ნიკო უილიამსის დაბრუნება იქნება, ვის გარეშეც აშკარად უჭირთ.
პსჟ-მა წააგო და ლიდერობა დაკარგა, ეს კი ხშირად ნამდვილად არ ხდება. ლუის ენრიკეს გუნდი ცოტათი გაბრაზებული იქნება, ამავდროულად კი უსმან დემბელეს მოპოვებული “ოქროს ბურთის” შემდეგ ფეხბურთელებმა ოჯახის წევრებთან ერთად წვეულება გამართეს და კარგ ხასიათზე მოვიდნენ.
პარიზელებს პრობლემები შემადგენლობაშიც აქვთ. ლაზარეთს კაპიტანი მარკინიოსიც შეუერთდა. დემბელე და დუე კვლავ არ იქნებიან, ჟოაო ნევეშის დაბრუნება კი შესაძლებელია.
“ოსერი” ის გუნდია, რომელსაც 17 მაისს მ დუბლი შეუსრულა, ჯერ ფაბიან რუისის პასით გაუტანა, ბოლოს კი – მაიულუს. “კვარამ” იმ შეხვედრაში საუკეთესო შეფასება, 8.9 მიიღო. ასეთი ფაქტები მოწინააღმდეგეებს სულ განსაკუთრებით ახსოვთ, ქართველ ფეხბურთელზე კი ახლაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
“პარკ დე პრანსის” სტუმრები ამ სეზონზე უკვე სამ შეხვედრაში კაცნაკლულნი დარჩნენ და იმედია, არბიტრის მხრიდან უხეშობას დიდი ყურადღება მიექცევა, რაც კვარაცხელიას შემთხვევაში განსაკუთრებით შეიმჩნევა.
ბოლოს, როცა პარიზელები “ოსერთან” შინ დამარცხდნენ, 2009 წელი იყო, ასე რომ, სტუმრებს სასწაულის იმედი თუ ექნებათ.
· . პსჟს აქტიური გულშემატკივარი,მხოლოდ კვარას იქ გადასვლის შემდეგ გავხდი და რასაც ვუყურებ,ის შევამჩნიე,რომ შარშან პსჟს ფეხბურთელებზე,გაცილებით ნაკლები უხეშობა იყო,ვიდრე ამ სეზონშია.არ ვიცი,ტიტულოვანი გუნდი რომ გახდა,ამის გამო ეთამაშებიან ასე ზეხისტად თუ შარშან იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდათ კლასში,რომ მათთან თამი უხეშობას და ბარათების აკრეფას,აზრი აღარ ჰქონდა,წელს კი,უარეს ფორმაში არიან და რაკი ქულების მოპოვების შანსები გაუჩნდათ,უფრო მეტადაც იმეტებენ.არც მსაჯებისაგან იგრძნობა ზღვარგადასული სიხისტის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილის გაძლიერება და ამით,პირველ ყოვლისა ტექნიკური ფეხბურთელები ზარალდებიან.
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა – დღეს “ბარსელონასთან” მატჩის გენერალური რეპეტიციაა
“უდინეზეს” მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
“ბარსელონას” კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა – დღეს “ბარსელონასთან” მატჩის გენერალური რეპეტიციაა
“იმსახურებდა თუ არა “ოქროს ბურთის” სიაში მე-12 ადგილზე გასვლას?” – სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით – “ვილიარეალმა” “სევილიას” მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
მიქაუტაძე შევიდა და “თამაში გააკეთა” – როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
“მოწინააღმდეგე გუნდის დაცვას უბრალოდ აგიჟებს” – რას წერენ ესპანელები მიქაუტაძეზე?
დღეს ორი მაგარი მატჩი ერთდროულად გვაქვს – მამარდაშვილი და მიქაუტაძე
[VIDEO] აკი კარში ვერ ურტყამსო – მიქაუტაძის ნანატრი გოლი და “ვილიარეალის” გამარჯვება
“თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ” – როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” ფეხბურთელებს დამშვიდობებისას
[VIDEO] პსჟ “მარსელთან” 0:1 დამარცხდა – ლიგა 1-ში ოთხხელისუფლებიანობაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “მარსელთან” მატჩში?
“ყოველ ჯერზე უფრო ნათლად გვესმის მიზეზი, რის გამოც მას “მეფეს” ეძახიან” – “ვილიარეალის” პოსტი მიქაუტაძეზე