პრობლემა არის იმაში, რომ ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ გზას საქართველოსთან მიმართებით და ცდილობს, მეურვეობითი მიდგომებით, დირექტივებით დაგვისახოს გზა-კვალი

პრობლემა არის იმაში, რომ ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ გზას საქართველოსთან მიმართებით და ცდილობს, მეურვეობითი მიდგომებით, დირექტივებით დაგვისახოს გზა-კვალი
პრობლემა არის იმაში, რომ ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ გზას საქართველოსთან მიმართებით და ცდილობს, მეურვეობითი მიდგომებით, დირექტივებით დაგვისახოს გზა-კვალი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას.
მისი თქმით, პრობლემა არის იმაში, რომ ბრიუსელი არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს.
„მთავარი პრობლემა სინამდვილეში, რაც არის ჩვენ ურთიერთობებში ბრიუსელთან, არის ის, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით მთავარ ღირებულებებზე. ჩვენი ღირებულება არის ხალხის სუვერენიტეტის პატივისცემა, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ოთხივე ღირებულებასთან დაკავშირებით სამწუხაროდ, ბრიუსელი აცდენილია ამ მთავარ პრინციპებს. კერძოდ, არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, საკუთარი კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელებისა. არ აღიარებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც დაფუძნებული უნდა იყოს ევროპული ღირებულებები. ამიტომ დღეს, პრობლემა არის იმაში, რომ ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ გზას საქართველოსთან მიმართებით და ცდილობს, მეურვეობითი მიდგომებით, დირექტივებით დაგვისახოს გზა-კვალი – არა ქართველმა ხალხმა განსაზღვროს ის, თუ რა კანონი მიიღოს, რა მმართველობა ჰქონდეს, არამედ დაგვიდგინოს ბრიუსელმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა