პრიორიტეტულ ბაზრებზე ქართული ღვინო ყველაზე ძვირად იაპონიაში იყიდება – როგორია ქართული ღვინის საექსპორტო ფასი?

ქართული ღვინის ექსპორტი (თანხაში) პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებზე მთლიანი ექსპორტის 15% შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
2024 წლის 6 თვის მონაცემებით ქართული ღვინის ექსპორტი პრიორიტეტულ საექსპორტო ბაზრებზე, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია პოლონეთში: რაოდენობაში 19% / თანხაში 17%-ით; გერმანიაში – რაოდენობაში 32%/თანხაში 25%-ით; ამერიკის შეერთებულ შტატებში – რაოდენობაში 54%/თანხაში 46%-ით, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს წლის 6 თვის ანგარიშში.
სააგენტოს ინფორმაციით, 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2024 წლის 6 თვის მონაცემებით $2,88-ია. პრიორიტეტულ ბაზრებზე (ევროპა, , ჩინეთი) $2.46-დან $6.18-მდე მერყეობს. ყველაზე იაფი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი პრიორიტეტული ბაზრებიდან პოლონეთშია, ყველაზე მაღალი – იაპონიაში.
პრიორიტეტულ ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ასეთია: