პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კერძო საკუთრებები და მიწები არ გასხვისდეს ს მოქალაქეზე – ირაკლი კუპრაძე

ოპოზიციური პარტია ე.წ. მარშალის გეგმის განახლებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, ს მოქალაქეებისთვის უნდა დაწესდეს მკაცრი სავიზო რეჟიმი, მათ უნდა შეეზღუდოთ ქვეყანაში მუშაობის უფლება, აიკრძალოს რუსულნომრიანი მანქანების შემოყვანა და ქვეყანა შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ასევე გაუქმდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან.
პარტიის “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ საქართველოს მიწები რუსეთის მოქალაქეებზე არ უნდა გასხვისდეს.
“პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კერძო საკუთრებები და მიწები არ გასხვისდეს რუსეთის მოქალაქეზე. ისინი არანაირად არ ახდენენ კარგ გავლენას ბიუჯეტზე, პირიქით საქართველოს მოქალაქეებს ართმევევენ დასაქმების შანსს. მტრულ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ ჩვენ. ეს წარმოადგენს საფრთხეს საქართელოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სავიზო რეჟიმი,” – აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება და არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი