უინძორის სასახლეში გამართულ სახელმწიფო ვახშამზე, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდისა და მისი მეუღლის მელანია ტრამპის პატივსაცემად გაიმართა, უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი მართლაც შეუდარებელი იყო. 43 წლის პრინცესამ მოირგო გრძელი ოქროსფერი კაბა, რომელსაც ამშვენებდა ლურჯი სამეფო მხარზე გადმოსაკიდი და გამორჩეული, ლეგენდარული Lover’s Knot ტიარა, რომელიც წლების წინ პრინცესა დაიანას ეკუთვნოდა
მის გვერდით იყო მეუღლე, უელსის პრინცი უილიამი, რომელიც ტრადიციულ უინძორის უნიფორმაში წარდგა. მუქი ლურჯი პიჯაკით წითელი საყელოთი, თეთრი პერანგითა და ლურჯი მხარზე გადმოსაკიდით. წყვილმა სტუმრები ჯერ სასახლის ეზოში მიიღო და შემდეგ ოფიციალურ ვახშამს შეუერთდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დილით ქეით მიდლტონი მუქ შინდისფერში იყო გამოწყობილი და ხელში შესაბამისი ფერის ჩანთა ეკავა. პრეზიდენტმა ტრამპი მას მეგობრულად მიესალმა და კომპლიმენტიც არ დაიშურა. ტრამპმა აღნიშნა, რომ პრინცესა შესანიშნავად გამოიყურებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტს ზოგიერთ უხერხულ მომენტიც ახლდა, მაგალითად, დედოფალი კამილას ჟესტი, როცა თითქოს ქეითს მელანია ტრამპთან საუბარში ჩართვისგან თავაზიანად ჩამოშორება სურდა, მიუხედავად ამისა საღამომ შესანიშნავად ჩაიარა. ზოგიერთი მნახველისთვის უცნაურიც კი იყო, რომ ტრამპმა მეფე ჩარლზს მისალმებისას ტრადიციული კურცელი არ მიართვა, თუმცა სამეფო ოჯახის ოფიციალურმა ვებგვერდმა განმარტა, რომ ეს სავალდებულო წესი არ არის და სურვილისამებრ სრულდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ვახშამზემელანია ტრამპი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მას გრძელი ყვითელი, ელეგანტური კაბა ეცვა, რომელსაც ფართე კრემისფერი ქამარი შეუხამა..
ვახშამზე, სადაც ტრამპი ქეით მიდლტონსა და მეფე ჩარლზს შორის იჯდა, მან კიდევ ერთხელ გამოხატა აღფრთოვანება პრინცესას მიმართ და საჯაროდ გაუსვა ხაზი მის ელეგანტურობას.
Lover’s Knot ტიარა და მისი სიმბოლური დატვირთვა
ტიარა, რომელიც ქეითმა ამ საღამოს მოირგო, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამეფო სამკაულია. ის 1914 წელს დედოფალი მერის შეკვეთით შეიქმნა და მოგვიანებით მემკვიდრეობით გადავიდა დედოფალ ელიზაბედზე. 1981 წელს კი, დაიანას ქორწინების შემდეგ, ტიარა საჩუქრად გადასცეს მას, როგორც უელსის ახალ პრინცესას.
პრინცესა დაიანა ამ ტიარას განსაკუთრებულად ხშირად ატარებდა და ის მისი იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა. დაიანას გარდაცვალების შემდეგ, ტიარა სამეფო საცავში დაბრუნდა და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებზე გადაეცემა ოჯახის სხვა წევრებს.
ქეით მიდლტონმა ის პირველად 2015 წელს მოირგო და მას შემდეგ იშვიათად ჩნდება ამ სამკაულით. უინძორის სასახლეში, ტრამპების საპატივცემულო ვახშამზე, მისი ტიარა კიდევ ერთხელ გახდა სამეფო ელეგანტურობისა და ტრადიციების უწყვეტობის სიმბოლო.