„პრიმიტიული, მთვრალი მედვედევის დონის” | უკრაინის დაზვერვა რუსულ პროპაგანდაზე უკრაინელ მფრინავთან დაკავშირებით

„პრიმიტიული და მოძველებული მთვრალი მედვედევის დონის” – ასე აფასებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინელი მფრინავი უკრაინიდან რუსეთში გაიქცა მოპარული . სუ-27 თვითმფრინავით.
UNIAN-ისთვის მიცემულ კომენტარში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა.