პრეცედენტი: რუსეთს ომის შედეგად გაზრდილი გამონაბოლქვისთვის უჩივლებს

უკრაინა გეგმავს სგან 44 მილიარდ დოლარამდე ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს მიმდინარე ომის შედეგად, კლიმატის დათბობის ხელშემწყობი გამონაბოლქვის ზრდის გამო – ამის შესახებ Reuters–ს უკრაინის მთავრობის წარმომადგენელმა განუცხადა.
ეს ნაბიჯი პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყანა ითხოვს კომპენსაციას ემისიების ასეთი ზრდისთვის, მათ შორის ომის დროს გამოყენებული წიაღისეული საწვავის, ცემენტისა და ფოლადის, ასევე შედეგად მიღებული ხანძრების შედეგად ხეების განადგურებისთვის. „დიდი ზიანი მიადგა წყალს, მიწას, ტყეებს“, – განაცხადა ქვეყნის ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, პავლო კარტაშოვმა.
„ჩვენ გვაქვს CO2-ის და სათბურის გაზების დამატებითი გამონაბოლქვის უზარმაზარი მოცულობა“, – განუცხადა კარტაშოვმა Reuters–ს ბრაზილიაში COP30 კლიმატის სამიტის ფარგლებში.
COP30-ზე ს დელეგაციის წევრმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ნიდერლანდელი ნახშირბადის აღრიცხვის ექსპერტის, ლენარდ დე კლერკის შეფასებით, ომმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ ში შეჭრის შემდეგ დაახლოებით 237 მილიონი ტონა დამატებითი CO2-ის ეკვივალენტის გამოყოფა გამოიწვია, რაც თითქმის უტოლდება ირლანდიის, ბელგიისა და ავსტრიის წლიურ გამონაბოლქვს ერთად აღებულს.
ვრცლად Reuters–ზე