“მანჩესტერ იუნაიტედმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რუბენ ამორიმი გაათავისუფლა, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება “მანკუნიანელებმა” სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელეს.
გუშინ, მისი ხელმძღვანელობით “წითელმა ეშმაკებმა” “ლიდსი” ვერ დაამარცხეს (1:1). მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კი ამორიმმა ემოციური განცხადება გააკეთა:
“წასვლას არ ვაპირებ და აქ იქამდე ვიქნები, სანამ ამის საშუალება მექნება. მაგრამ მე მენეჯერი უნდა ვიყო და არა მხოლოდ მწვრთნელი. კლუბში ყველა დეპარტამენტმა საკუთარი საქმე უნდა აკეთოს, სპორტული დირექტორისა და სკაუტების ჩათვლით, მე კი ჩემს საქმეს მივხედავ. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ჩემი სახელი და გვარი თომას ტუხელი, ჟოზე მოურინიო ან ანტონიო კონტე არ არის, თუმცა მე მაინც “მანჩესტერ იუნაიტედის” მენეჯერი ვარ”.
ამორიმი “იუნაიტედს” 2024 წლიდან წვრთნიდა, პორტუგალიელის თავკაცობით “წითელმა ეშმაკებმა” ჯამში 63 მატჩი გამართეს, საიდანაც 25-ჯერ გაიმარჯვეს, 15-ჯერ ფრეს დასჯერდნენ, 23-ჯერ კი დამარცხდნენ.
როგორც ჩანს, ეს განცხადება პორტუგალიელს ძვირად დაუჯდა. გუნდის დროებითი მთავარი მწვრთნელი დარენ ფლეტჩერი იქნება.
შეგახსენებთ, “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
“საერთოდ არ მაინტერესებს არნე სლოტი ჩვენზე რას ამბობს” – რუბენ ამორიმმა კრიტიკოსებს მიმართა
ამორიმი: ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვაკეთებ
“მანჩესტერ იუნაიტედი” “რომას” ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
“ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბრაიტონის” ნახევარმცველისთვის იბრძვიან
[VIDEO] “მანჩესტერ იუნაიტედისგან” აღარაფერი გვიკვირს…
“მანჩესტერ იუნაიტედი” ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
დაბრუნებას განიხილავენ – “მანჩესტერ იუნაიტედს” სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
“მისმა ფეხბურთელებმაც იციან, რომ სისულელეებს ლაპარკობს” – პეტიმ ამორიმი გააკრიტიკა
“აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს” – ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
“მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს” – “იუნაიტედის” აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა




