„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ – მკაცრად ვგმობთ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას – მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოვითხოვთ

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას გმობს, – განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს.
„IPI მკაცრად გმობს „ფორმულას“ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას. ეს აშკარა მოქმედებაა „ფორმულას“ წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დარჩენილ რამდენიმე კრიტიკულ ხმას შორის ერთ-ერთია. მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოვითხოვთ“, – წერს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ X-ზე.
შეგახსენებთ, „ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დღეს დააკავეს, ამავე მიზეზით, 19 ოქტომბერს დააკავეს ტელეწამყვანი ვახო სანაია.