პრესის თავისუფლების ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსთავის ციხესთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად

რუსთავში ქალთა კოლონიასთან პრესის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ), პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს (RSF) წარმომადგენლები მივიდნენ.
ეს იყო ერთგვარი სოლიდარობის აქტი – პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე სამი წამყვანი გლობალური ორგანიზაცია, მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, იანვრის შემდეგ, პატიმრობაში იმყოფება არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეული ბრალდებების საფუძველზე.
ხვალ, 14 ივლისს ს საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
“6 თვეზე მეტი გავიდა რაც მზია აქ არის წინასწარ პატიმრობაში – როდესაც ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გვაქვს იმედი, რომ ჩვენი აქ ყოფნა კიდევ გაამახვილებს ყურადღებას ამ შემთხვევაზე, რომელსაც ასეთი მნიშვნელობა აქვს საქართველოში პრესის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის”, – განაცხადა პრესის საერთაშორისო ორგანიზაციის (IPI) წარმომადგენელმა ემი ბრულემ.
“ეს ბრძოლა გლობალურია და სულ უფრო მეტად გადაუდებელი ხდება იმ პერიოდში, როდესაც ინფორმაცია მანიპულაციის ქვეშაა, ხოლო ჟურნალისტებს, რომლებიც სიმართლეს აჩვენებენ, აშავებენ და წარმოსახავენ როგორც ბოროტი განზრახვების მქონე მავნე ფიგურებს. მზია, შენს ყველაზე ბნელ წუთებში ჩვენ შენს გვერდით ვართ”, – აღნიშნა ჯიფსი გიენ-კაიზერმა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტიდან.