საერთაშორისო ორგანიზაციის, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”(RSF) – თანახმად, სომხეთში პრესის თავისუფლების კუთხით სიტუაცია გაუმჯობესდა და ქვეყანა 71.6 ქულით ამჟამად მე-40 ადგილს იკავებს. 2023 წელს სომხეთი 70.61 ქულით 49-ე ადგილზე იყო.
რაც შეეხება საქართველოს, 2023 წელთან შედარებით, რეიტინგში 26 პუნქტით ჩამოქვეითდა და 180 ქვეყანას შორის 53.05 ქულით 103-ე ადგილზეა. 2023 წელს საქართველო 61.69 ქულით 77-ე ადგილზე იყო.
2024 წლის შედეგებით, აზერბაიჯანი 27.99 ქულით 164-ე ადგილზეა, ხოლო გასულ წელს 39.99 ქულით 151-ე ადგილზე იყო.
რაც შეეხება პრესის თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მოწინავე ქვეყნებს, რეიტინგის პირველ ხუთეულში არიან: ნორვეგია, დანია, შვედეთი, ნიდერლანდები და ფინეთი.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/6daef78f-61aa-432e-b42d-85a0616aeb36_cx0_cy1_cw0_w1200_r1-S3qtmz-300x169.jpeg)