“პრესა სასტიკად მოექცა” – მარტინესმა ხავი დაიცვა

ცნობილმა ესპანელმა ფეხბურთელმა ხავი მარტინესმა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხავი ერნანდესი დაიცვა. “ბაიერნისა” და “ბილბაოს” ყოფილმა ნახევარმცველმა Diario Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბლაუგრანას” თავკაცს პრესა სასტიკად მოექცა.
“შოკში ვიყავი, როდესაც ხავის გადაწყვეტილების შესახებ წავიკითხე. პრესა ძალიან სასტიკად მოიქცა. კატალონიური და მადრიდული გამოცემები ზედმეტად კრიტიკულები არიან. ამასთან გამკლავება ნამდვილად რთულია
გერმანიაში მწვრთნელებს უფრო დიდ პატივს სცემენ”, – განაცხადა მარტინესმა.
შეგახსენებთ, ხავიმ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს “ბარსელონას” დატოვებს. ესპანური გამოცემების ცნობით, ამ მომენტისთვის “ბლაუგრანა” მოლაპარაკებებს გერმანელ სპეციალისტთან, ჰანსი ფლიკთან აწარმოებს.