დეველოპერული კომპანია „არქი“ ორთაჭალაში პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსის ახალ პროექტს ახორციელებს და 5 ივლისს, ერთი დღით ბინის შეძენის მსურველებს პრემიუმ პროექტში ბინებზე დიდ ფასდაკლებას სთავაზობს. დაგეგმილი აქციის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ “არქის” გენერალური დირექტორმა, შიო ხეცურიანმა და არქიტექტურული დიზაინის დეპარტამენტის დირექტორმა, ვეი აპ ოიმ ისაუბრეს.
კომპანიის გენერალური დირექტორის, შიო ხეცურიანის ინფორმაციით, “არქი ჰორაიზონი” პრემიუმ კლასის, გამორჩეული პროექტია, რომელიც აუზს, ფიტნეს დარბაზს, კალათბურთის მოედანსა და სხვა
„“არქი ჰორაიზონი” ნამდვილად გამორჩეული პროექტი იქნება ორთაჭალაში. ეს იქნება პრემიუმ კლასის პროექტი, რომელიც განთავსდება ისეთ ლოკაციაზე, სადაც ბუნება ქალაქს ერწყმის. პროექტი გამოირჩევა მშვიდი, კომფორტული მდებარეობით, გამორჩეული ხედით მთელ თბილისზე და მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურით, რომელიც აერთიანებს ღია აუზს, პადელის კორტებს, სამეზობლო ლაუნჯს, საკალათბურთო მოედანს, გამწვანებულ და საბავშვო სივრცეებს.
