პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი მსოფლიო მთავრობათა სამიტზე დასრულდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი მსოფლიო მთავრობათა სამიტზე დასრულდა
ირაკლი , დელეგაციასთან ერთად, დღეს დაესწრო პანელურ სესიას ხელოვნური ინტელექტის თემაზე, რომლის მთავარი სპიკერები იყვნენ -ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელოვნური ინტელექტის და ციფრული ეკონომიკის სახელმწიფო მინისტრი ომარ სულთან ალოლამა.
მსოფლიო მთავრობათა სამიტში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეაჯამა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობამ ეს ფორმატი პარტნიორებამდე საკუთარი გზავნილების მისატანად გამოიყენა.
„გაიმართა შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე, ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. იყო საინტერესო შეხვედრები, საუბრები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, პოლიტიკური პარტნიორობის და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარება. ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, ჩვენს პარტნიორებამდე და ამ სამიტში მონაწილეობა ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სავარაუდოდ ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული კანდიდატი შეირჩევა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით, ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა

გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომ საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, მინდა, ერთი რამ გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს, ნუ გამოაცხადებთ იმ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს პარავდნენ მორფს