პრემიერ-მინისტრს და ქართულ დელეგაციას, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, შეხვედრები ექნება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და ბიზნესჯგუფებთან, განვიხილავთ ბევრ საინვესტიციო პროექტს

პრემიერ-მინისტრს და ქართულ დელეგაციას, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, შეხვედრები ექნება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და ბიზნესჯგუფებთან, განვიხილავთ ბევრ საინვესტიციო პროექტს
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გვექნება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, ბიზნესჯგუფებთან, ამასთან, ჩვენ სპეციალური ეკონომიკური კავშირები გვაქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ვიზიტის ფარგლებში ბევრ საინვესტიციო პროექტზე ვიმუშავებთ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ვიზიტის ფარგლებში, არაერთ შეხვედრას გამართავს, მათ შორის, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ.
„მსოფლიო მთავრობათა სამიტში საქართველო რეგულარულად მონაწილეობს. ეს არის უნიკალური პლატფორმა, სადაც შეიძლება, როგორც სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო წარმომადგენლებს, ასევე ბიზნესლიდერებს შევხვდეთ. წლის განმავლობაში ეს ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, თებერვალში იმართება და ამ დროს, ფაქტობრივად, წლის ზოგადი ტენდენციები ისაზღვრება ხოლმე მსოფლიოს წამყვანი ლიდერების მხრიდან, როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესში, ეკონომიკაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში, ამიტომ ყოველთვის საინტერესოა ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. ჩვენ სამიტის ფარგლებში გვექნება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, ბიზნესჯგუფებთან.
მათ შორის, აღსანიშნავია ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენ სპეციალური ეკონომიკური კავშირები გვაქვს ამ ქვეყანასთან და ვიზიტის ფარგლებში ბევრ საინვესტიციო პროექტზე გვექნება მუშაობა, განხილვა. მათ შორის გვექნება შეხვედრები ისეთ ორგანიზაციებში, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობენ და თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ,“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს