პრემიერ-მინისტრს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, მთავრობის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
მეუფე თეოდორემ ხელისუფლების წარმომადგენლებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და პრემიერ-მინისტრს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს

დათა თავაძე: მოაყენეს წყლის ჭავლი. დაგვასველეს. მერე გაზი გაუშვეს. მალე ვეღარაფერს ვხედავდი, მაგრამ ზურგს უკან ვიღაც ქალმა ხელი ჩამჭიდა, გვერდზე გამწია და თვითონ წინ გაიჭრა. „სად მიდის?“ – გავიფიქრე