პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ქუთაისში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს.
ნიკეას ქუჩაზე სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა. მშენებლობის ბიუჯეტი 77 347 872 ლარს შეადგენს. ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები უახლოეს პერიოდში გადაეცემათ.
მთავრობის მეთაური მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე ეწყობა. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს კომპანია “ანაგი” ახორციელებს.
დევნილთა განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა საქართველოს 5 ქალაქში – თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. საცხოვრებელ ფართს ჯამში 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა