პრემიერ-მინისტრმა „ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის“ ძირითადი მიმართულებები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილა

საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სტრატეგია იქნება გზამკვლევი, რომლის განხორციელებაც მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს პრიორიტეტული სფეროები, კონკრეტული მიზნები და ამოცანები.
„სტრატეგიაში ძირითადი ყურადღება დაეთმობა განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების საკითხებს. თითოეულ სფეროში განისაზღვრება ის მიზნები, რომელსაც ქვეყანამ მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მიაღწიოს.
დოკუმენტზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება და ის საზოგადოებას ახლო მომავალში წარედგინება”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – არ მახსენდება, ასე ადრე, სპეციალურად გამოეშვათ ადამიანი ციხიდან, რომ კადრები არ არსებობდეს, როგორ ტოვებს საპყრობილეს – ეს მიუთითებს, ე.წ. ხელისუფლება რეალობისგან რამდენად არის მოწყვეტილი და გასული მომსახურების ზონიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის – მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს