პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა საფრანგეთის მიერ ინიცირებულ დეკლარაციას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ

პრემიერ-მინისტრმა მ ხელი მოაწერა საფრანგეთის მიერ ინიცირებულ დეკლარაციას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ
საქართველო შეუერთდა საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების შესახებ. დეკლარაციას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მოაწერა, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ღონისძიებაში, რომელიც კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტ სა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის თანათავმჯდომარეობით გაიმართა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მკაცრ პოლიტიკაზე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები, ასევე დააკავეს რამდენიმე ათეული მსხვილი ნარკორეალიზატორი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას ნარკოტიკების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ საფრანგეთის ინიციატივა, ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის შექმნის შესახებ, ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Next: მარტო იმაზეა საუბარი, რომ მე მოვიყვან 100 ათას კაცს რუსთაველზე, 200 ათასიც ყოფილა რუსთაველზე და მის გარშემო, მაგრამ, ასე რევოლუცია არ ხდება – მე ვერ მივიღე სარწმუნო ახსნა იმისა, რატომ უნდა დავარქვა რევოლუცია

ასევე დაგაინტერესებთ

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან, მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად

მარტო იმაზეა საუბარი, რომ მე მოვიყვან 100 ათას კაცს რუსთაველზე, 200 ათასიც ყოფილა რუსთაველზე და მის გარშემო, მაგრამ, ასე რევოლუცია არ ხდება – მე ვერ მივიღე სარწმუნო ახსნა იმისა, რატომ უნდა დავარქვა რევოლუცია