პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

პრემიერ-მინისტრმა მ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მამუკა მდინარაძის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემდგომი გაძლიერება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ამაში ანრი ოხანაშვილმა შეიტანა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი და მინდა მას გადავუხადო უდიდესი მადლობა. ის არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი, უპატიოსნესი ადამიანი და ასე უძღვებოდა სამსახურის საქმიანობას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში იყო მმართველი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და სხვადასხვა მიმართულებით ის წარმატებით უზრუნველყოფდა წინსვლას, განვითარებას, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მისი უსაფრთხოების გამტკიცებაში. ის წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა სამართალდამცავ სტრუქტურებში და შესაბამისად, აქვს ზუსტად იმ პროფილის გამოცდილება, რაც მას ძალიან დაეხმარება ამ სამსახურის წარმატებულ ხელმძღვანელობაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა. მამუკა მდინარაძემ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის პროცესში უწყების როლზე გაამახვილა ყურადღება.
“ჩვენი ქვეყანა დღეს წარმატებით ცდილობს, მსოფლიო რუკაზე თავისი განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს. თუ ჩვენი სამსახური ამ საქმეში შესაბამის ადგილას არ დადგა, ეს მცდელობა, შეიძლება ფუჭი იყოს. რასაც ბატონი , ბატონი ირაკლი კობახიძე და სხვები, ამ ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა და ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობთ, ამას სჭირდება განმტკიცება და ამ განმტკიცების საქმეში არც ერთ უწყებას, არც ერთ სამსახურს ისეთი როლი არ აქვს, როგორიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ამაში მექნება თითოეული თქვენგანის იმედი”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.
“ჩემთვის იყო პატივი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მემსახურა თქვენთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ამიტომ, მსურს, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ შესაძლებლობისთვის. ბატონ მამუკასთან ერთად მრავალი წელია მოვდივართ საპარლამენტო ცხოვრებიდან. ჩვენ მხარდამხარ, ყველაზე რთულ სიტუაციებში მოგვიწია მუშაობა და ყველა რთული სიტუაციიდან ყოველთვის ღირსეულად და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად გამოვდიოდით. ორმაგად მახარებს, რომ ბატონი მამუკა არის არჩეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად და დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა მისი თვისებით, უნარით, პროფესიონალიზმით და პატრიოტიზმით, რომელიც მან არაერთხელ დაადასტურა, ღირსეულად გაუძღვება თქვენთან ერთად ამ სამსახურს”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო, საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც – დარწმუნებული ვარ, შეძლებს “ქართული ოცნების” ყველა ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს!