პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისართან, იანეზ ლენარჩიჩთან შეხვედრა გამართა

ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისართან იანეზ ლენარჩიჩთან შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროკომისარი მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში ჩასართავად გადადგმულ ნაბიჯებს.
„მან პრემიერ-მინისტრს გადასცა ევროკავშირის სამოქალაქო მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გზამკვლევი, რაც მოიცავს მექანიზმის წევრობის მთავარ კრიტერიუმებს, გაწევრიანების პროცესის მხარდამჭერ ინსტრუმენტებსა და ეტაპებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ შემდგომი პროგრესის მისაღწევად საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. იანეზ ლენარჩიჩმა ირაკლი ს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა დაუდასტურა”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!