პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა

პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა.
მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა. მ აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლების სისტემის ძირეული რეფორმირება მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სკოლაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ პრემიერ-მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 1 200 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას აქვს როგორც შიდა სპორტული დარბაზი, ასევე გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. შენობაში დამონტაჟებულია ლიფტი, გათბობის, წყალმომარაგების, ხანძარსაწინააღმდეგო, კანალიზაციის, ვიდეო სათვალთვალო სისტემები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 9 162 850 ლარი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება