პრემიერ-მინისტრმა ებრაულ თემს ხანუქა მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა ებრაულ თემს ხანუქა მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრემიერმა მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ქართველ ებრაელებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვან, უნიკალურ გამოცდილებას, გაიხსენა 7 ოქტომბრის ტერაქტი და აღნიშნა, რომ ისრაელს, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს, დღეს ყველაზე მეტად მშვიდობა სჭირდება.
„დღეს, თბილისის მთავარ სინაგოგაში, ხანუქას პირველი სანთელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ აანთო – ებრაელები ხანუქას, განახლებისა და კურთხევის, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ.
მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ქართველ ებრაელებსა და მოწვეულ სტუმრებს მ სიტყვით მიმართა. პრემიერმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვან, უნიკალურ გამოცდილებას, გაიხსენა 7 ოქტომბრის ტერაქტი და აღნიშნა, რომ ისრაელს, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს, დღეს ყველაზე მეტად მშვიდობა სჭირდება.
დიდ სინაგოგაში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ საქართველოს ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი, ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი და თბილისის სინაგოგის მთავარი რაბინი რახამინ მურდუხაშვილი.
ხანუქას აღსანიშნავ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თბილისის მერი , სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.