პრემიერ-მინისტრმა დიდ დიღომში ახალი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, დედაქალაქის მერ სთან ერთად, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში ახალი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცენტრში დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები იფუნქციონირებს. შენობაში განთავსებულია მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ცენტრი ყოველთვიურად 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 17 186 593 ლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – რიგგარეშე არჩევნების თემას სკეპტიკურად ვუყურებ – რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, პრეზიდენტს შესთავაზებენ პრემიერის პორტფელს

ჯანდაცვის მინისტრი – კლინიკების არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, რადგან ამას სჭირდება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა – ვეცდებით პაციენტის საუკეთესო ინტერესების რელევანტური იყოს გადაწყვეტილებები