პრემიერ-მინისტრმა ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა გახსნა.
მთავრობის მეთაური განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო, ყინულის არენა დაათვალიერა და სპორტსმენებს შეხვდა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა დამატებით სტიმულს მისცემს ახალგაზრდებს, ჩაერთონ სპორტში.
„ახლად აშენებული ყინულის სასახლე ბათუმში განკუთვნილია 1500 მაყურებლისთვის. აქ გაიმართება ასევე ახალგაზრდული ზამთრის ფესტივალი, რომელიც დაიწყება ხვალ ყინულის სასახლეში. ეს არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა მთლიანად ქვეყნისთვის და კონკრეტულად სთვის. ბათუმში დაახლოებით 450 ახალგაზრდა არის ჩართული სპორტის ამ სახეობაში და ახალი დარბაზი მისცემს ახალ სტიმულს ბავშვებს, ახალგაზრდებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ სპორტის ამ სახეობაში”, – განაცხადა ირაკლი მ.
საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე დამონტაჟდა სპორტული განათება, ტაბლო და გახმოვანების სისტემები, ტრიბუნები გათვლილია 1500 მაყურებელზე. სპორტულ ობიექტში ფუნქციონირებს საკონფერენციო და ქორეოგრაფიული დარბაზები, მწვრთნელთა და მსაჯთა ოთახები, გასახდელები და სველი წერტილები.
არენა 9 თებერვლიდან 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. კომპლექსს მომავალი წლიდან ექნება შესაძლებლობა, სრული დატვირთვით უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრებებს ფიგურულ და ციგურებზე მასობრივ სრიალში, ასევე ყინულის და საწყლოსნო სპორტულ სახეობებში.
კომპლექსი ყინულის არენასთან ერთად საცურაო აუზსაც მოიცავს, რომელიც ფუნქციონირებას წლის ბოლომდე დაიწყებს. პროექტის ჯამური ღირებულება 53 943 280 ლარს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია