პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს დაასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრემიერ-მინისტრს ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რის თაობაზეც მე არ და ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს მთავრობის ხელმძღვანელის პრეროგატივაა. ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონსულტაცია პარტიულად, ჩვენთანაც. არჩევანი გაკეთდა რამდენიმე ძალიან ღირსეულ ადამიანს შორის და გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვიცი, ორშაბათს, მთავრობის სხდომაზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
1-ელ მარტს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები – აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები