პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკში ისვენებენ.
მთავრობის მეთაური ახალგაზრდებს მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკის განვითარებისა და განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შაორის ბანაკი გერმანიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან და კანადიდან ჩამოსულ ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობაში ჩაერთონ. მათთვის ტარდება ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.
2025 წელს შაორის ბანაკი ჯამში 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა