პრემიერ-მინისტრი პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“შეხვედრაზე CPLP-სა და თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო თანამეგობრობაში შემავალ და დამკვირვებელ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები.
დელეგაციის ხელმძღვანელმა მთავრობის მეთაურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
საქართველო პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობას 2014 წლიდან შეუერთდა, როგორც ასოცირებული დამკვირვებელი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებმა დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვეს

მაკა ბოჭორიშვილი – მრავალ სხვა საერთაშორისო მედიისთვის “კარგად მისაყიდ” სცენას დღეს შეემატა კირთაძის პერფორმანსი – პერფორმანსი, თუ სისხლის სამართლის დანაშაული, ამას შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი იტყვის, თუმცა საქართველოსთვის შავი ლაქის სტატუსი კი ნამდვილად გაიფორმეს, ოპოზიციის სახელით მოქმედმა ჯგუფებმა