პრემიერ-მინისტრი პარლამენტს წლიური ანგარიშით ივნისის ბოლოს მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა.
პაპუაშვილის განმარტებით, თავად პრემიერი აღნიშნულ ანგარიშს პლენარულ სხდომაზე ბოლო სასესიო კვირას წარადგენს, რაც ივნისის ბოლო პერიოდს გულისხმობს.
„პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში უკვე წარმოდგენილია ტექსტის სახით, პარლამენტის წევრებს შეუძლიათ გაეცნონ და ბოლო სასესიო კვირაში იქნება პრემიერის ანგარიში უკვე პლენარულ სხდომაზე. საინტერესოა, ოპოზიცია გაბედავს თუ არა შემოსვლას. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციამ ვერ გაბედა და არც ერთხელ არ მიმართა პრემიერ-მინისტრ ს ინტერპელაციით. მათ შეეძლოთ ყოველ თვე დაებარებინათ პარლამენტში ინტერპელაციის წესით და ვერც კი გაბედეს, რომ დისკუსიაში შესულიყვნენ ინტერპელაციის ფორმატში ირაკლი კობახიძესთან. ვნახოთ, წლიური ანგარიშის ფორმატში მაინც თუ გაბედავენ მოსვლას და ამ ანგარიშზე დასწრებას,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ