პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემა იყო გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ბანკის მხარდაჭერამ შეასრულა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების პროცესში.
აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის – საგზაო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე – რეგიონული, მუნიციპალური და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებებით, რომელთა საერთო ღირებულებამ 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ბანკის მიმდინარე პორტფელი საქართველოში კი 15 პროექტს მოიცავს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1,5 მილიარდი აშშ დოლარია.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისთვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პრიორიტეტულობას, ასევე სტრუქტურულ, ადამიანური კაპიტალის რეფორმებს და მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ინიციატივებს ამ მიმართულებით, რისთვისაც პრემიერმა ბანკს მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”